Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა აშშ-ის პრეზიდენტს, მსახიობ მორგან ფრიმენს და კიდევ 961 ამერიკელს


მსახიობი მორგან ფრიმანი, 2021 წელი.
მსახიობი მორგან ფრიმანი, 2021 წელი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სია აშშ-ის მოქალაქეებისა, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთში შესვლა.

სიაში შეყვანილია 963 პირი.

რუსეთის საგარეო უწყების აზრით, ეს ადამიანები „აღვივებენ რუსოფობიას“.

სიაში არიან აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეები. სიაშია ცნობილი მსახიობი, მორგან ფრიმანი, რომლის შესახებ სანქციების დაწესების დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ მათ 2017 წელს ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელიც შეიცავდა „რუსეთის მიმართ ბრალდებას აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს და ჩვენ ქვეყანასთან ბრძოლის მოწოდებას.“

იმ პირების სიაში, რომლებსაც სანქციები შეეხებათ რამდენიმე ათეული სენატორია და წარმომადგენელთა პალატის 400-ზე მეტი წევრი, ორივე პარტიის წარმომადგენლები, ვინც ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ანუ კონგრესის უმრავლესობა. სიაშია სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, მაგრამ არა - მისი მოადგილე, ვიქტორია ნულანდი. რუსეთში შესვლა აეკრძალათ ასევე აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს უილიამ ბერნსს, ისევე როგორც რუსეთში ექსტრემისტულად მიჩნეული კორპორაციის, Meta-ს დირექტორს, მაიკლ ცუკერბერგს.

სანქციები შეეხებათ ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, თეთრის ახლის ყოფილ პრესმდივანს, ჯენ საკის.

ქვეყანაში შესვლა აუკრძალა სამ ყოფილ სენატორს, ჯონ მაკკეინს, ჰარი რიდსა და ორინ ჰეჩს, რომლებიც გარდაცვლილი არიან.

"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, ტვიტერით გამოაცხადა, რომ „ამაყობს, რომ ამ სიაში შეიყვანეს“. ავტორიტარული რეჟიმების თავდასხმა ჩვენს "რადიოზე" სიახლე არ არის, წერს ფლაი, და განაგრძობს, რომ „ვიცით, ისტორია რუსეთის ხალხის მხარესაა. ჩვენ გავაგრძელებთ მაუწყებლობას რუსეთის აუდიტორიისთვის ამ კრიტიკულ მომენტში“, აცხადებს ჯეიმი ფლაი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ მოსკოვი კვლავაც ღიაა ,“პატიოსანი დიალოგისთვის“, და განასხვავებს აშშ-ის ხალხს და ხელისუფლებას, რომელიც „აღვივებს რუსოფობიას“. რუსეთში შესვლა აეკრძალა ასევე კანადის 26 მოქალაქეს, რომელთა შორისაა სოფი ტრუდო, კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ რუსეთის საპასუხო ქმედება იძულებული ხასიათისაა და მათი მიზანია, აიძულოს მმართველი რეჟიმი აშშ-ში, რომელიც ცდილობს დანარჩენ მსოფლიოს თავს მოახვიოს ნეოკოლონიალურ „წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი,“ შეცვალოს თავისი ქმედება ახალი გეოპოლიტიკური რეალიების აღიარებით.

აშშ-მა რუსეთის ასეულობით მოქალაქეს დაუწესა სანქციები. ეს სია გაიზარდა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და მასში არიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და პრაქტიკულად ქვეყნის მთელი ხელმძღვანელობა.

XS
SM
MD
LG