Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზ ტრასი საჭიროდ მიიჩნევს ნატოს სტანდარტებით მოლდოვის აღჭურვას


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი საჭიროდ მიიჩნევს მოლდოვის „ნატოს სტანდარტების მიხედვით აღჭურვას“, რათა ამ ქვეყანამ შეძლოს რუსეთის შესაძლო აგრესიისგან თავდაცვა.

ამის შესახებ ტრასმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა. ახლა მიმდინარეობს მოკავშირეებთან მოლაპარაკება, თუ როგორ დაეხმარონ პატარა ქვეყნებს თავდაცვაში, „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ამბიციების გათვალისწინებით“, თქვა ტრასმა. "პუტინმა მკაფიოდ გამოხატა თავისი ამბიციები რუსეთის გაფართოების შესახებ. ის ფაქტი, რომ მისი მცდელობა, აეღო კიევი, წარუმატებელი აღმოჩნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მან უარი თქვა თავის ამბიციებზე", - თქვა ტრასმა.

ბრიტანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიზანია, უკრაინას მიეცეს შესაძლებლობა დაიცვას თავი დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ეს ასევე ეხება სხვა „სუსტ სახელმწიფოებს“, როგორიცაა მოლდოვა, რომელიც ასევე არ არის ალიანსის წევრი.

აპრილის ბოლოდან მოყოლებული, საერთაშორისო სამართლის მიხედვით მოლდოვის რეგიონის, პრორუსული არაღიარებული რესპუბლიკის, დნესტრისპირეთის ხელისუფლებამ, არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია რეგიონის დაბომბვის შესახებ. უკრაინასთან, მოლდოვასა და დნესტრისპირეთს აქვთ საერთო, 1200 კილომეტრიანი საზღვარი. არსებობს შიში, რომ უკრაინაში ომი შეიძლება მოლდოვის ტერიტორიაზე გავრცელდეს. დნესტრისპირეთში 1500-მდე რუსი ჯარისკაცია განთავსებული.

მოლდოვა არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ მან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ორ კვირაზე ნაკლების შემდეგ.

მაისში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი დაჰპირდა მოლდოვას, რომ მხარს დაუჭერს მისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG