Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები ლეიბორისტულმა პარტიამ მოიგო


ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ენტონი ალბანიზი მომხრეებთან შეხვედრისას კანბერაში. 21 მაისი, 2022 წელი

სოციალ-დემოკრატიულმა ლეიბორისტულმა პარტიამ ავსტრალიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯა და თავის თავმჯდომარე, ენტონი ალაბანიზთან ერთად, წინასწარი გამოთვლით, პარლამენტში 72 ადგილს დაიკავებს.

დღემდე მმართველი, პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის კონსერვატიული პარტია 55 მანდატს დასჯერდება. აბსოლუტური უმრავლესობისთვის 151 მანდატიან პარლამენტში საჭიროა 76 ხმა. ხმების საკმაო ნაწილი ხვდათ წილად დამოუკიდებელ კანდიდატებს და მცირე პარტიებს.

პრემიერ-მინისტრმა მორისონმა მარცხი აღიარა და კონსერვატიული, ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. მისმა სამთავრობო კოალიციამ ავსტრალია ცხრა წელი მართა. ითვლება, რომ მისი მმართველობის დროს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა კლიმატის დაცვას.

გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, ალბანიზმა, თანამოქალაქეებს აღუთქვა, რომ კლიმატის პოლიტიკაში კურსს შეცვლის და ავსტრალიას განახლებადი ენერგიების „სუპერსახელმწიფოდ“ გადააქცევს.

ავსტრალიაში ხმის მიცემის უფლების მქონეთა რიცხვი 17 მილიონს აღწევს. ამ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG