უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ბელარუსის ჯარები გააქტიურდნენ საზღვართან და გაიზარდა მათი რიცხვი.
„ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ დაზვერვას, გომელის რაიონის სასაზღვრო რეგიონში განთავსებულია დამატებითი შენაერთები“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა 23 მაისს.
„კვლავაც არსებობს ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე“, - დასძენს გენერალური შტაბი.
ბელარუსის ხელისუფლებას არ გაუკეთებია კომენტარი უკრაინის გენერალური შტაბის ამ განცხადებაზე.
ბელარუსი ოფიციალურად არ მონაწილეობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებულ ომში, მაგრამ მან რუსეთს თავისი ტერიტორია დაუთმო უკრაინის წინააღმდეგ იერიშების საწარმოებლად.