Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას ოცი ქვეყანა დაჰპირდა ახალ სამხედრო დახმარებას


რაკეტა Harpoon-ის გაშვება.
რაკეტა Harpoon-ის გაშვება.

უკრაინას ოცი ქვეყანა დაჰპირდა ახალ სამხედრო დახმარებას რუსეთის ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 23 მაისს, უკრაინასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის მეორე შეხვედრის შემდეგ.

დანია დათანხმდა, უკრაინას გადასცეს გამშვები სისტემა Harpoon-ი და რაკეტები, რათა „დაეხმაროს უკრაინას თავისი ნაპირების დაცვაში“, - თქვა ოსტინმა ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკა ასევე დათანხმდა, უკრაინას გაუგზავნოს „მნიშვნელოვანი დახმარება“. ოსტინის თქმით, მათ შორისაა მოიერიშე ვერტმფრენები, ტანკები და სარაკეტო სისტემები, რომლებიც პრაღამ ახლახან აჩუქა კიევს.

მთლიანობაში 20-მა ქვეყანამ „განაცხადა უსაფრთხოების სფეროში დახმარების ახალი პაკეტების შესახებ“, თქვა ოსტინმა. მისი სიტყვებით, ეს დახმარება მოიცავს „კრიტიკულად საჭირო საარტილერიო ჭურვებს, სანაპირო დაცვის სისტემებსა და ტანკებსა და სხვა ჯავშნიან მანქანებს.“

„სხვებმა ახალი ვალდებულებები იკისრეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვრთნისა და მისი სამხედრო სისტემების მხარდაჭერის სფეროში“, - დასძინა აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთლიანობაში 47 ქვეყანა მონაწილეობდა საკონტაქტო ჯგუფის მეორე შეხვედრაში, განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ მილიმ.

შეხვედრაზე საინფორმაციო მოხსენებით გამოვიდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, რომელმაც ისაუბრა ომში დღეისთვის არსებულ მდგომარეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG