16-დან 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 113 058 ტესტი, მათ შორის 103 058 ანტიგენ ტესტია, 10 568 - PCR ტესტი.
7 დღის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია 0.52%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია "ომიკრონის" B.A.2 შტამი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 657 154 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 827 ადამიანი.