Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აფხაზურ კანონპროექტში“ მოსკოვმა რუსული ენის დისკრიმინაციის ხიფათი დაინახა


ფოტო არქივიდან. "აფხაზეთის რესპუბლიკის" დროშა
ფოტო არქივიდან. "აფხაზეთის რესპუბლიკის" დროშა

რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ს საკითხებსა და "თანამემამულეებთან" ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი ფიქრობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "კანონმდებლობაში" შესატანმა ცვლილებებმა, რომლებიც არჩევით თანამდებობაზე პირებისთვის აფხაზურის ენის სავალდებულო ცოდნას მოითხოვს, შესაძლოა რუსული ენის დისკრიმინაცია გამოიწვიოს.

„შეშფოთებული ვართ შემოსული ინფორმაციით საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ფორმალურად აფხაზური ენის მხარდაჭერას ემსახურება, რეალურად კი იწვევს რუსული ენის დისკრიმინაციას“, - განაცხადა კალაშნიკოვმა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც ესწრებოდა.

დუმის კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვებით, საქმე ეხება "დეპუტატთა" არჩევის შესახებ კანონს, რომელიც აფხაზური ენის ცოდნის აუცილებლობას, ასევე თანამდებობის პირებისთვის ენობრივი კომპეტენციის მოთხოვნების გამკაცრებას ითვალისწინებს, წერს „ინტერფაქსი“.

„მსგავსი ინიციატივები სავსეა ეთნიკური წინააღმდეგობების გამწვავების რისკით, რუსული ენის სტატუსის გათვალისწინებით, რომელიც ეთნოსებს შორის კომუნიკაციის დე ფაქტო საშუალებაა“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

კალაშნიკოვის თქმით, სახელმწიფო სათათბირო ასევე იმედოვნებს, რომ აფხაზეთის პარლამენტი გააქტიურებს მუშაობას საჭირო საკანონმდებლო ბაზის მისაღებად, კერძოდ, უცხოური აგენტების საქმიანობის რეგულირების სფეროში.

ჩვენ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, ვფიქრობ, საჭიროა ამ გამოცდილების გამოყენება“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

მიმდინარე წლის მარტში სოხუმში განიხილებოდა, „საპარლამენტო“ არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვით ეთნიკურად რუსი ყველა კანდიდატი მანდატისთვის ბრძოლის პროცესს გამოეთიშა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG