Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რათა  იცოდნენ, ვინ არიან ფაშისტები“ - როგორ იწვევენ ბავშვებს რუსეთში „ხელოვნების“ კონკურსში ნახატების გასაგზავნად   


ამ ბავშვის ნახატზე წერია: "მშვიდობის დასაცავად".
ამ ბავშვის ნახატზე წერია: "მშვიდობის დასაცავად".

„Z პატრიოტი“ ხელოვნების საბავშვო კონკურსია რუსეთში, ნახატებს მთელი ქვეყნიდან აგროვებენ. კრემლი ცდილობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ოფიციალური ნარატივები ბავშვებშიც განამტკიცოს.

რადიო თავისუფლებამ სამხრეთ ორენბურგის რეგიონის ქალაქში ადგილობრივებს ჰკითხა, რას ფიქრობენ ამ ინიციატივ შესახებ; „რაში სჭირდებათ ბავშვებს საბრძოლო თვითმფრინავებისა და ტანკების დახატვა? ისინი პეპლებსა და ყვავილებს უნდა ხატავდნენ“, - თქვა ერთმა, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობდა.

საკმარა, რუსეთი - ერთ დღეს მიხილ სალეიჩუკის ახალგაზრდა ვაჟი, კირილი, მასთან უცნაური შეკითხვით მივიდა: მამა, რა არის სპეციალური ოპერაცია?

შემდეგ კირილმა მოისურვა გაეგო, ყოფილა თუ არა მამამისი ოდესმე ომში.

მართალია, რომ ვიღაც შეიძლება თავს დაგვესხას? - იხსენებს ვაჟის კითხვას სალეიჩუკი.

კირილი საკმარაში, ორენბურგის რეგიონში ბავშვების ხელოვნების გაკვეთილებს ესწრება. მსგავსად თავისი თანაკლასელებისა და სხვა ბავშვებისა მთელ ქვეყანაში, მას წაუკითხეს ლექციებ რუსეთის ომის შესახებ მეზობელ უკრაინასთან და მაშინ შეიტყუეს კიდეც ხელოვნების ეროვნულ კონკურსშიც, სახელად Z პატრიოტი“..

ინსტიტუტის დირექტორმა, [სვეტლანა] მალცევამ მის კლასს გამოუცხადა, რომ ხალხი უკრაინაში ფაშისტების გამო იტანჯება, სამოქალაქო მოსახლეობის გამოხსნაა საჭირო, ხოლო ბავშვების ხელოვნება ჩვენ ჯარისკაცებისთვის შთაგონების წყაროა... და სხვა მისთანანი, უთხრა სალეიჩუკმა რადიო თავისუფლების Idel.Realities-ს. „[კონკურსში] ისინი ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში ეჯიბრებიან, მაგალითად, Z გამარჯვებისთვის და ძალა სიმართლეშია.

კონკურსისა და კატეგორიების სახელებში ვხვდებით თამაშს ლათინური ასოებით “Z” და “V”, რაც რუსეთის მთავრობის იმ ცრუ ნარატივების სიმბოლოდ იქცა , რომლის მიხედვით რუსული ძალები უკრაინიდან ნეონაცისტებისა და კრიმინალების განსადევნად იბრძვიან.

კონკურსი „Z პატრიოტი ერთ-ერთია რამდენიმე ინიციატივიდან, რომელთა შორისაა ფლეშმობები, დემონსტრაციები, წერილის კამპანიები და ადგილობრივი ადმინისტრაციისა და მმართველი, გაერთიანებული რუსეთის პარტიის ფილიალების მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი სხვა აქტივობები. ეს ინიციატივები მოიცავს ბავშვების ჩართულობას ომის, ჯარებისა და პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერ დემონსტრაციებშიც.

ფლეშმობი ასო Z-ით კარელიის სოფელ ელისენვაარას საბავშვო ბაღში.
ფლეშმობი ასო Z-ით კარელიის სოფელ ელისენვაარას საბავშვო ბაღში.

სალეიჩუკმა თქვა, რომ კირილის ინსტრუქტორებს არ მოუთხოვიათ ბავშვების პროექტში ჩართა, არამედ მათ, როგორც ამბობენ, დაჟინებით ითხოვეს. მალცევამ ბავშვებს უთხრა, რომ ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა და მისი მიზანი ორენბურგელი ჯარისკაცების მხარდაჭერაა.

სალეიჩუკი ამბობს, რომ ვაჟს უთხრა, მისთვის მსგავსი რაღაცების სწავლა ზედმეტად ადრე იყო.

„მისი საქმე სკოლაში ბეჯითად სწავლა, სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება და თამაშია“, თქვა მან. „აჯობებს, თუ ომზე საერთოდ არაფერი ეცოდინება. ეს ჩემი აზრია. ცხოვრება ისედაც საკმარისად რთულია. კიდევ უფრო მეტად რატომ უნდა დავამძიმოთ ამ სიგიჟით, სისხლითა და ძალადობით?

მიუხედავად ამისა, სალეიჩუკმა კირილს Z პატრიოტში მონაწილეობის მიღება არ დაუშალა. წინააღმდეგობის გაწევა, მისი თქმით, უფრო ძვირი დაუჯდებოდა.

ვიქტორია გერასიმოვას ქალიშვილიც იმავე პროგრამას ესწრება, რომელსაც კირილი. Z პატრიოტში მონაწილეობა მასაც მოსთხოვეს. ვიქტორიამ თქვა, რომ პროექტის აზრს ვერ ხვდება.

რა საჭიროა, ბავშვები საბრძოლო თვითმფრინავებსა და ტანკებს ხატავდნენ? უთხრა მან Idel Realities-ს, ისინი პეპლებსა და ყვავილებს უნდა ხატავდნენ.

გერასიმოვას უფროსი ქალიშვილი მეცხრე კლასშია და სკოლაში ისიც გაიწვიეს Z პატრიოტში.

ის ბევრ რამეს ხვდება და ცუდის კარგისგან დამოუკიდებლად გარჩევა შეუძლია“, თქვა გერასიმოვამ. მაგრამ ჩემი უმცროსი შვილი მხოლოდ მეოთხე კლასშია და კრიტიკულად აზროვნება არ შეუძლია.

მან გაიხსენა, როგორ მიიტანა მისმა ქალიშვილმა შინ დაუსრულებელი ნახატი პატრიოტულ თემაზე.

მან თქვა, რომ მასწავლებელმა ნება დართო ის სახლში, მშობლებთან ერთად დაესრულებინა, გვითხრა გერასიმოვამ. როგორც ხედავთ, მათ რეალურად არ ანაღვლებთ ბავშვების განათლება და სულერთია, ბავშვები თავად დახატავენ თუ არა. მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ მიიღონ სურათი, რომელსაც თავიანთ ანგარიშში შეიტანენ. მე ამას ასე ვხედავ.

ჩემს ქალიშვილს სურათის დასრულებაში დავეხმარე, - აღიარა გერასიმოვამ, - იმისთვის, რომ ის სხვებისგან არ გამოირჩეოდეს, რომ სხვა ბავშვებმა არ გარიყონ.

ნამუშევარი საბავშვო ნახატების კონკურსისთვის
ნამუშევარი საბავშვო ნახატების კონკურსისთვის

მან აღნიშნა, რომ ბავშვთა ხელოვნების სახლის მთელი დერეფანი Z ომის თემაზე პატრიოტული ნამუშევრებითაა მორთული, ხოლო უკრაინის ომის პროპაგანდამ წლევანდელ 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის მოგებაში საბჭოთა კავშირის წვლილის სადღესასწაულო აღნიშვნაც კი დაჩრდილა.

ბევრი ადგილობრივი მცხოვრები მიესალმა Z პატრიოტის ინიციატივასა და მათ ქალაქში ომის მხარდასაჭერი ღონისძიებების მომრავლებას.

ეს ყველაფერი სწორია, ადგილობრივმა, დმიტრი სიროვატოვმა ხალხის დიდი ნაწილის მიერ გაზიარებული შეხედულება გამოთქვა. მათ ყველაფერი ბავშვობიდანვე უნდა იცოდნენ. უბრალოდ შეხედეთ, რამდენი ორენბურგელი ახალგაზრდა ბრუნდება უკან კუბოთი… ამიტომაცაა საჭირო ეს ღონისძიებები, რათა ბავშვებმა იცოდნენ, ვინ არიან ფაშისტები და რომ ომი აღარ განმეორდეს. მათ ბავშვობიდანვე უნდა იცოდნენ, პროპაგანდამ რომ არ გააბრიყვოთ.

22 მაისის ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 80 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის ყაზახეთთან მოსაზღვრე ორენბურგის რეგიონიდან.

სიროვატოვმა ჯარის მხარდაჭერა ფეხბურთის ან ჰოკეის ეროვნული ნაკრებების მხარდაჭერას შეადარა.

როცა შენი გუნდი მშობლიურ არენაზეა და შენ მას გულშემატკივრობ, ის უკეთ თამაშობს და იგებს, - თქვა მან, - ომშიც ზუსტად ასეა.

Z პატრიოტის კონკურსი ღიაა 7-დან 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის. ნამუშევრების შეტანა 1-ელ აგვისტომდე შეიძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG