Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ძმებო!


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს. მილოცვა "ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძმებო! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!" - წერს გენერალი ვალერი ზალუჟნი.

​იმავე შინაარსის პოსტია გამოქვეყნებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზეც.

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიულოცა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმაც.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

XS
SM
MD
LG