Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი შოლცი "დარწმუნებულია", რომ პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინაში


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 13 მაისი, 2022 წელი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. 13 მაისი, 2022 წელი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომის სამმა თვემ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და მას არ შეუძლია პირობების კარნახი.

26 მაისს დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასვნით დღეს სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა განაცხადა, რომ მთელი უკრაინის აღება ახლა ბევრად უფრო შორს ჩანს, ვიდრე ომის დასაწყისში.

გერმანიის კანცლერის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის ორი უდიდესი ქალაქი, კიევი და ხარკოვი, ვერ აიღო, მოსკოვმა ახლა თავისი ყურადღება გადაიტანა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების სრულ კონტროლზე, რომლებსაც 2014 წლიდან ნაწილობრივ მართავენ სეპარატისტები, რომელთაც რუსეთი უმაგრებს ზურგს. ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ "რუსეთმა არ უნდა მოიგოს თავისი ომი, და დარწმუნებული ვარ, ვერ მოიგებს".

ამ კვირის დასაწყისში დავოსის ფორუმზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ იდეალური იქნებოდა, რუსეთის 24 თებერვლის შეჭრამდე არსებული "სტატუს კვოს" დაბრუნება.

ასეთი სცენარი, რომელიც ნიშნავს, რომ უკრაინა დაკარგავს რუსეთის მიერ 2014 წელს უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ რეგიონებს, არ წარმოადგენს ვარიანტს, განაცხადა შოლცმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG