როგორც Reuters-ი იტყობინება, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფინეთს მხარდაჭერისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ვიზიტით იმყოფებოდა კიევში. მარინი, რომლის ქვეყანა ევროპის კავშირის წევრია, ევროპის ბოლო ლიდერია, რომელიც სოლიდარობის ნიშნად ეწვია კიევს, 24 თებერვალს ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
"ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ფასეულია, - დაწერა ზელენსკიმ "ფეისბუკზე" მარინთან მოლაპარაკებების შემდეგ, - იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროპის კავშირში გაწევრიანების საკითხში, ეს არის ის, რასაც შეუძლია გაგვაძლიეროს ქვეყნის დაცვაში“.
სხვა ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც კიევში ვიზიტით იმყოფებოდნენ ომის დაწყების შემდეგ, არიან ევროპის კომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი და ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა.
მარინი ასევე გაემგზავრა ქალაქებში ირპინსა და ბუჩაში, სადაც უკრაინის თანახმად, რუსულმა ჯარებმა სისასტიკე ჩაიდინეს. რუსეთმა უარყო ბრალდებები, როგორც "ამაზრზენი გაყალბება", რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ჯარის ცილისწამებას.
ზელენსკის ოფისმა განაცხადა, რომ მარინმა შეაქო უკრაინელები "გმირული სულისკვეთებისთვის", რომელიც მათ ომის დროს აჩვენეს.
დაწერეთ კომენტარი