Accessibility links

site logo site logo

პუტინი: თუ დასავლეთი სანქციებს მოგვიხსნის, სასურსათო კრიზისის გადალახვაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთი მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუ დასავლეთი უკრაინაში ომის გამო დაწესებულ სანქციებს მოხსნის, უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იტალიის პრეზიდენტს, მარიო დრაგის სატელეფონო საუბრისას 26 მაისს, იტყობინება Reuters-ი.

პუტინმა და დრაგიმ განიხილეს უკრაინის ვითარება, სასურსათო კრიზისი და მისი გავლენა ღარიბ ქვეყნებზე. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მარცვლეულის და სასუქის ექსპორტირებისთვის, თუ პირობები შესრულდება. კრემლმა გამოაცხადა, რომ პუტინმა დრაგის გააცნო გადადგმული ნაბიჯებს შესახებ, რომელთა მიზანია „ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამოქალაქო გემებისთვის ყოველდღიური დერეფნების გახსნის ჩათვლით, აზოვის და შავი ზღვის ნავსადგურებიდან, რასაც უკრაინის მხარე ეწინააღმდეგება“, - მოჰყავს Reuters-ს პუტინის სიტყვები.

გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, ანალიტიკური კომპანიის, Gro Intelligence-ის ხელმძღვანელმა, სარა მენკერმა, განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში გაჩერებულია 4,5 მილიონი ტონა მარცვალი, რომელმაც შეუძლებელია მიაღწიოს მომხმარებელთან რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო. მენკერის ცნობით, მარცვლეულის არსებული მარაგი გლობალური მოხმარებისთვის საკმარისია კიდევ ათი თვის განმავლობაში.

26 მაისის საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტი მარიო დრაგის დაჰპირდა, რომ იტალიას შეუფერხებლად მიაწვდის გაზს, ხელშეკრულებებით დადგენილი ფასებით. მათი საუბრის სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე რუსეთიდან და უკრაინიდან ექსპორტირებული ხორბალი მსოფლიო ვაჭრობის 30 პროცენტს შეადგენდა. უკრაინა მსოფლიოში სიმინდის მეოთხე ექსპორტიორია, ხოლო მეხუთე ადგილზეა ხორბლის წარმოებაში. შავი და აზოვის ზღვებს რუსეთის სამხედრო ხომალდები აკონტროლებენ. უკრაინამ პირველი მაისიდან დახურა თავისი ნავსადგურები ბერდიანსკში, მარიუპოლში, სკადოვსკასა და ხერსონში მანამ, სანამ ეს ტერიტორიები არ გათავისუფლდება.

„დიდი შვიდიანის“ წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ბაზარზე შექმნილ ვითარებას „ჰიბრიდული ომის“ იარაღად იყენებს.

პროდუქტის ფასი გაიზარდა 12 პროცენტით და 1990 წლის შემდეგ სარეკორდო დონეს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG