Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ტაივანი გეგმავენ ახალი თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებას


ვერტმფრენი ტაივანის დროშით, ეროვნული დღის საზეიმო ღონისძიებების რეპეტიციის დროს. ტაივანი, 7 ოქტომბერი, 2021 წელი
ვერტმფრენი ტაივანის დროშით, ეროვნული დღის საზეიმო ღონისძიებების რეპეტიციის დროს. ტაივანი, 7 ოქტომბერი, 2021 წელი

აშშ და ტაივანი გეგმავენ, თანამშრომლობის განმტკიცების ხელშეკრულების გარშემო მოლაპარაკება დაიწყონ. ისინი აპირებენ შეთანხმდნენ სავაჭრო პროცედურების, ასევე ლოგისტიკური კავშირებისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის გამარტივების საკითხებზე, იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი.

სააგენტო წერს, რომ შესაძლებელი შეთანხმების პირობები ახლოსაა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებასთან, რომლის შესახებ ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ტაივანიც უნდა შესულიყო ამ შეთანხმებაში, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამის წინააღმდეგია, ჩინეთის უარყოფითი რეაქციის შიშით. როგორც Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, შესაძლო შეთანხმება აშშ-სა და ტაივანს შორის უკვე არსებული, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, 26 მაისს თავის გამოსვლაში ჩინეთის თემაზე საუბრისას თქვა, რომ აშშ გააგრძელებს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დაცვას. ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთი გადადგამს „კონკრეტულ ნაბიჯებს“ ტაივანის მიმართ, ვაშინგტონი მზად იქნება საპასუხოდ. ბლინკენმა ასევე თქვა, რომ აშშ დაიცავს თავის ინტერესებს და გააგრძელებს ჩინეთთან კონკურენციას, არ შეწყვეტს ინვესტირებას და განამტკიცებს ურთიერთობას მოკავშირეებთან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ შიშობს, რომ ჩინეთმა შეიძლება გამოიყენოს თავდასხმის სცენარი ტაივანთან ტერიტორიული უთანხმოების მოგვარებისთვის, რადგან პეკინი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

აშშ ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ მასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც მას თავდაცვისთვის იარაღის მიწოდების საშუალებასაც აძლევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG