Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ


29 მაისს, გამთენიისას, თბილისში ტრანსგენდერ ქალებს რამდენიმე ათეული მამაკაცი დაესხა თავს. ერთ-ერთი დაზარალებულის ცნობით, თავდაპირველად მას ერთმა მამაკაცმა შესთავაზა სექსმომსახურება, უარის მიღების შემდეგ გაღიზიანდა და სხვებს დაურეკა. შემდეგ მათ სახლთან ოცდაათამდე მამაკაცი მივიდა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ბინაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალებს, ესროლეს ქვები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბინის მეპატრონე მოხუც ქალს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.

XS
SM
MD
LG