Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგლოევმა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ე.წ. ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. განკარგულება შეჩერებულია მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე.

„რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში.

გაგლოევის ბრძანებულება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის გზების შესახებ“ ეხება „რეფერენდუმზე წარდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობას“, ასევე „რეფერენდუმის ჩატარების ცალმხრივი გადაწყვეტილების დაუშვებლობას“ საკითხებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესებია.

ანატოლი ბიბილოვმა 13 მაისს მოაწერა ხელი განკარგულებას 17 ივლისს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG