Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის მოზარდის დაჭრისთვის მისი თანატოლი  დააკავეს


თბილისი, მეტრომშენის დასახლება - ის ადგილი, სადაც 15 წლის ბიჭი დაჭრეს
თბილისი, მეტრომშენის დასახლება - ის ადგილი, სადაც 15 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში 15 წლის მოზარდის დაჭრისთვის მისი თანატოლი ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევა გუშინ, 30 მაისს მოხდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მეტრომშენში დაახლოებით 13:00 საათზე გაიგეს ხმაური, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში, ავტოსადგომებიდან გამოიყვანეს დაჭრილი მოზარდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG