Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტრო ლევილის მამულის ამჟამინდელ მდგომარეობას ეხმაურება


ნაგებობა ლევილის მამულის ტერიტორიაზე
ნაგებობა ლევილის მამულის ტერიტორიაზე

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული (Leuville-sur-Orge) ბოლო დღეებში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოქალაქე ანი კალმახელიძემ სოციალურ ქსელში ლევილიდან ფოტოები გამოაქვეყნა.

„როგორც ფოტოებზე ხედავთ, სრულიად გაჩანაგებულია ყველაფერი. ეს ისტორიული სახლი, უბრალოდ ნაწილებად იშლება და ეზოს სარეველა ფარავს“, - დაწერა კალმახელიძემ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

ნაგებობა ლევილის მამულის ტერიტორიაზე
ნაგებობა ლევილის მამულის ტერიტორიაზე

ლევილის ისტორიული მამული საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას 2016 წელს გადაეცა. 2016 წლის 21 ივლისს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა განკარგულება (№1456), რომელსაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს. დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, სამუშაოებისთვის და მასზე ზედამხედველობისთვის 2017-2026 წლების განმავლობაში ჯამში 5 000 000 ევრო გაეთვალისწინებინა შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას.

განკარგულებას ერთვის პროექტის ძირითადი კომპონენტები:

ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის განკარგულებიდან.
ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის განკარგულებიდან.
ნაგებობა ლევილის მამულის ტერიტორიაზე.
ნაგებობა ლევილის მამულის ტერიტორიაზე.

განკარგულებაში მოცემულია ლევილის მამულისთვის, წლების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხები.

ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის განკარგულებიდან.
ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის განკარგულებიდან.
ნაგებობა ლევილის მამულის ტერიტორიაზე
ნაგებობა ლევილის მამულის ტერიტორიაზე

დოკუმენტის თანახმად, ამ დროისთვის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული უნდა იყოს.

ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის განკარგულებიდან.
ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის განკარგულებიდან.
ლევილის მამულის ტერიტორია
ლევილის მამულის ტერიტორია

ლევილის მამული 2021 წლის 27 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მართვაში კულტურის სამინისტროს გადასცა.

ლევილის მამულის შესახებ ინფორმაციისთვის რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. მათ წერილობით მოგვაწოდეს ცნობა, რომ კულტურის სამინისტროს დაკვეთით, ფრანგული კომპანია მუშაობს მამულის რეაბილიტაციის პროექტზე. სამინისტრო გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიზუალურ მასალას და აღნიშნა, რომ გავრცელებული ფოტოები არ ასახავს შატოს ამჟამინდელ მდგომარეობას.

ლევილის მამულის ტერიტორია
ლევილის მამულის ტერიტორია

სამინისტროს განცხადებით, მოცემულ ფოტოებზე ჩანს მამულის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა მიტოვებული ნაგებობა, რომლებიც მამულის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება.

„როგორც ცნობილია ლევილის მამული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადმოეცა 2021 წლის ზაფხულში. ამჟამად, კულტურის სამინისტროს დაკვეთით, ფრანგული კომპანია მუშაობს მამულის რეაბილიტაციის პროექტზე. მიმდინარე წელს ლევილის შატოს პროექტისთვის გამოყოფილია 3 500 000 ლარი, საიდანაც ამ ეტაპზე დახარჯულია 49 429.11. დარჩენილი თანხა შატოს რეაბილიტაციის პროექტისთვის არის განსაზღვრული, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამად ფრანგული კომპანიის მიერ მუშავდება. საქართველოს ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, რომ მამულის სრულ რეაბილიტაციას მოახდენს 10 წლის განმავლობაში (2026 წლამდე) და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, - აცხადებს კულტურის სამინისტრო, - პროექტის მიხედვით, მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები. შესაბამისად, საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს - აკადემიას, სადაც საქართველოს კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო, ასევე, დიასპორული პროექტების და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი“.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, 2017-2022 წლებში რა რაოდენობის თანხა გამოიყო და დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლევილის მამულის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის. მონაცემების მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

ლევილის შატოს რეტროსპექტივა
please wait

No media source currently available

0:00 0:09:57 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG