Accessibility links

site logo site logo

ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდნენ


31 მაისი. როტერდამი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ

როტერდამში, „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგაცია - პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე - შეხვდნენ მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს.

როგორც ოპოზიციური პარტია იუწყება, საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს. თბილისში მოელიან, რომ პასუხების შეფასებას ივნისის ბოლოს მიიღებენ. ანალოგიური პროცედურები გაიარა მოლდოვამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG