Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: ევროკავშირს უნდა ეყოს სითამამე და თქვას სიტყვა რუსეთის განწყობების პირისპირ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თანაპარტიელების მსგავსად აცხადებს, რომ ქვეყანა იმსახურებს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე კონკრეტული მიზეზი დაასახელა.

"თუკი ვინმე იმსახურებს კანდიდატობას, ეს გახლავთ საქართველო, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ წინსვლა ყოფილიყო [ევროკავშირთან] დაახლოების კუთხით. მეორე იმიტომ [იმსახურებს], რომ ქართველი ხალხი 30 წელია იბრძვის დასავლური პერსპექტივისთვის, იბრძვის ამ სიტყვის როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამისთვის ჩვენ სისხლი გვაქვს დაღვრილი.

ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, სიმამაცე, სულ ახლახანს ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის დღე, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივის სურვილი ჩაგვეწერა კონსტიტუციაში, გვებრძოლა ამისთვის, დაგვეღვარა სისხლი, მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე და ეს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს საქართველოს, ქართველ ხალხს და უკრაინელ და მოლდოველ ხალხს და რუსეთის განწყობების პირისპირ თქვას გადამწყვეტი სიტყვა. ჯერი არის ახლა ევროკავშირზე და მის გადამწყვეტ სიტყვაზე", - თქვა პაპუაშვილმა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

XS
SM
MD
LG