Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა მიიღო სანქციათა მეექვსე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. პატრიარქი კირილე მასში არ არის


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დაამტკიცეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელიდან იტყობინება რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი. მისი თქმით, მორიგი სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ გავრცელდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეზე, რასაც ევროკავშირის არაერთი ქვეყანა უჭერდა მხარს.

"ახალი სანქციები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ხვალ უნდა გამოქვეყნდეს", - აღნიშნავს იოზვიაკი.

რუსეთის პატრიარქ კირილეს სანქცირებულ პირთა სიიდან ამოღებას უნგრეთი ითხოვდა.

31 მაისს ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შემოღებას.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი 75%-ით შეამცირებს ზღვით ექსპორტირებულ რუსეთის ნავთობს. გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ მილსადენის ნავთობის შემთხვევაში. მაგრამ გერმანიამ და პოლონეთმა იკისრეს ვალდებულება, რომ შეაჩერებენ ამ გზით რუსული ნავთობის იმპორტსაც, რაც ნიშნავს, რომ ევროპული ემბარგო გავრცელდება ევროპაში რუსეთის ექსპორტის 90%-ზე.

აშშ მიესალმა ევროკავშირის მიერ 31 მაისს შეთანხმებულ სანქციათა მე-6 პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსული ნავთობის ექსპორტს ევროპის ენერგეტიკულ სივრცეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG