Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როკის გვირაბით გადაადგილება დროებით შეუძლებელი იქნება


როკის გვირაბი

ხვალიდან, 3 ივნისიდან, ჩაიკეტება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა. ამის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს.

სააგენტო "რეს"-ის ცნობით, მიზეზი ტრანსკავკასიური მაგისტრალის 55-ე კილომეტრზე დაგეგმილი სამუშაოებია.

​„სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მძღოლებს და მგზავრებს აფრთხილებს, რომ 3 ივნისს ამიერკავკასიის ავტომაგისტრალის ცხინვალი-ვლადიკავკაზის საავტომობილო გზის 55-ე კილომეტრზე ქვის მასის იძულებით ჩამოშლის სამუშაოები ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით, ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე, 3 ივნისს 11:00 საათიდან შემდგომ გაფრთხილებამდე, მოძრაობა იკრძალება“, - აცხადებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. მისი სიგრძე 164 კმ-ია, მარშრუტის ძირითადი ნაწილი გადის მაღალმთიანეთში. კლიმატური პირობების, ზვავისა და მეწყერსაშიშროების გამო, მაგისტრალი ხშირად იკეტება. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეს უკვე რამდენჯერმე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG