Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის მედია იუწყება, რომ ლავროვის თვითმფრინავს სამმა ქვეყანამ დაუხურა ცა


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბულგარეთმა, ჩრდილოეთმა მაკედონიამ და მონტენეგრომ ცა დაუხურეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავს. ეს მოხდა მინისტრის ბელგრადში ვიზიტის წინ, რომელიც 6-7 ივნისს უნდა გაიმართოს, იუწყება სერბეთში გამომავალი "ვეჩერნიე ნოვოსტი" და აქვეყნებს ასლს დოკუმენტისა, რომელიც მონტენეგროს ხელისუფლების ბეჭდით კრძალავს რეისის ფრენას.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. მოსკოვი და ბელგრადი მედიაში გამოქვეყნებულ ცნობაზე კომენტარს არ აკეთებენ.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმდინარე კვირაში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საჯაროდ ილაპარაკა ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ სირთულეებზე. 6 ივნისს ვუჩიჩმა შეხვედრა გამართა ბელგრადში რუსეთის ელჩთან, ალექსანდრ ბოკან-ხარჩენკოსთან.

XS
SM
MD
LG