Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის შუაში დაუბრუნდება


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალ წლამდე არ დაუბრუნდება. მან პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

მაისის მონაცემებით, საქართველოში წლიური ინფლაცია 13,3 პროცენტი იყო.

"ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორად არის ფოკუსირებული ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებისკენ და ჩვენ გვაქვს ყოველგვარი მოლოდინი, რომ საგარეო ფაქტორების მილევის შემდეგ, ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის შუაში.

რა თქმა უნდა, როცა ჩვენ პროგნოზს ვაკეთებთ, ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისათვის არსებულ ინფორმაციას. ყოველთვის, როცა ეკონომისტები საუბრობენ სხვა თანაბარ პირობებზე, თუ ახალი შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც დღეს შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზი არის, რომ მომავალი წლის შუაში ინფლაცია მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს", - თქვა არჩილ მესტვირიშვილმა.

მანვე კიდევ ერთხელ ახსნა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლად განსაზღვრულია 3 პროცენტი - ანუ 10 პროცენტული პუნქტით იმაზე ნაკლები, ვიდრე დღეს არის.

XS
SM
MD
LG