Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის სპიკერი: რუსეთი ევროსასამართლოს დადგენილებების შესრულებას შეწყვეტს

ვიაჩესლავ ვოლოდინი
ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთი არ შეასრულებს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც 2022 წლის 15 მარტის შემდეგაა მიღებული. კომპენსაციას დადგენილებების მიხედვით, რომლებიც ამ თარიღამდე შევიდა ძალაში, რუსეთი მხოლოდ რუბლებში გადაიხდის რუსულ ბანკებში არსებულ ანგარიშებზე. ამის შესახებ 6 ივნისს განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესვლავ ვოლოდინმა.

ვოლოდინმა აღნიშნა, რომ შესაბამისი წინადადებები უკვე განიხილება სახელმწიფო დუმაში. სპიკერის სიტყვებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების არშესრულების შესახებ კანონების მიღება მიმდინარე კვირაშია დაგეგმილია.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იქცა დასავლელი პოლიტიკოსების ხელში. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს“, - დაწერა ვოლოდინმა. ასეთ გადაწყვეტილებათა შორის ვოლოდინმა დაასახელა ევროსასამართლოს მოთხოვნა, რუსეთში აღიარებულ იქნეს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებები.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, რუსეთის სასამართლოების გადაწყვეტილებებს უპირატესობა ექნება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დადგენილებებთან შედარებით.

უფლებადამცველი ჯგუფიაგორასხელმძღვანელმა კირილ კოროტეევმა აღნიშნა, რომ მოცემული კანონპროექტი არღვევს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ კონვენციას. კონვენციის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს ევროსასამართლოს დასკვნითი დადგენილებები ნებისმიერ საქმეზე, რომელშიც ის მხარედ გამოდის.

XS
SM
MD
LG