Accessibility links

site logo site logo

ფალავანდიშვილები და მათი თანამოაზრეები შსს-მ ხელწერილებით გაათავისუფლა


გურამ ფალავანდიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაკავების დროს

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჰომოფობიური ჯგუფის მიერ 6 ივნისს გამართულ აქციაზე დაკავებული შვიდივე ადამიანი თავისუფალია. ისინი მხოლოდ რამდენიმე საათით, გამოსაკითხად იყვნენ პოლიციაში გადაყვანილი, გამოკითხვის შემდეგ კი ხელწერილებით გაათავისუფლეს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან დაკავებულების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათ არც ჯარიმის გადახდა მოუწევთ და არც პატიმრობას შეუფარდებენ - ისინი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.

ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

იმავე მუხლებით აკავებენ ხოლმე სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად აწყობენ პერფორმანსებს და მართავენ აქციებს. ისინი სამართალდამცავებსა და სასამართლოს მათ მიმართ გამოყენებული სანქციების გამო აკრიტიკებენ. მაგალითად, 7 მარტს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. სასამართლომ მათ ჯამში 30 ათას ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG