Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ყოფილი ლობისტი ახლა გატარდა რეგისტრაციაში აშშ-ში უცხოეთის აგენტად

მიხეილ სააკაშვილი. 2020 წლის ფოტო.
მიხეილ სააკაშვილი. 2020 წლის ფოტო.

ფლორიდის გავლენიანი გუბერნატორის, რონ დე სანტისის პრესსპიკერი კრისტინა პშოუ, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტი იყო, ამ კვირაში გატარდა რეგისტრაციაში როგორც უცხოეთის აგენტი. ამის შესახებ პშოუს ადვოკატმა, მაიკლ შერვინმა განაცხადა.

მისი თქმით, 2018-2020 წლებში პუშოუ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა სააკაშვილისთვის და 25 ათასი დოლარი გასამრჯელო აიღო. ამ თანხაში შედის მისი ხარჯები საქართველოში ცხოვრების დროს, დასძინა შერვინმა.

პუშოუს ამოცანაში შედიოდა პუბლიკაციების მომზადება, მხარდამჭერებთან და ოფიციალურ პირებთან კონტაქტების დამყარება და სააკაშვილის მხარდამჭერი საქმიანობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებში, თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ პეშოუმ დაუყოვნებლივ შეიტანა უცხოეთის აგენტის შესახებ რეგისტრაციაზე განაცხადი, როგორც კი შეიტყო, რომ ეს უნდა გაეკეთებინა.

იმის თაობაზე, რომ პუშოუმ მხოლოდ ახლა შეიტანა განაცხადი, The Washington Post-ი იტყობინება.

აშშ-ს უცხოეთის აგენტების შემზღუდავი აქტი (FARA) მოითხოვს, რომ უცხოეთის მთავრობის, პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციისთვის მომუშავე პირები უცხოეთის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ. როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, კანონის მიზანია, უზრუნველყოს გამჭვირვალობა აშშ-ში უცხოური გავლენის თაობაზე.

მიმომხილველების აზრით, ფლორიდის გუბერნატორი დე სანტისი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტია.

XS
SM
MD
LG