Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი ამარტივებს გრძელვადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემას რუსი და ბელარუსი აქტივისტებისთვის

უკრაინისა და ჩეხეთის დროშები 
უკრაინისა და ჩეხეთის დროშები 

ჩეხეთის რესპუბლიკამ აამოქმედა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს რუსი და ბელარუსი აქტივისტებისთვის გამარტივებული წესით ბინადრობის ნებართვისა და გრძელვადიანი ვიზების გაცემას. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი.

პროგრამას ეწოდება "სამოქალაქო საზოგადოება", ხოლო განმცხადებლები შეიძლება იყვნენ ის რუსები და ბელარუსები, რომლებიც არიან "თავისუფლებისთვის მებრძოლი უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის ან აკადემიური წრეების წარმომადგენლები", ასევე მოქალაქეები, რომლებიც იდევნებიან სახელმწიფოს მიერ ან უსაფრთხოების მიზნით იძულებულნი არიან დატოვონ ქვეყანა.

პროგრამას ახორციელებენ ჩეხეთის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროები. წლიური კვოტა 500 განმცხადებელია. მათთვის გრძელვადიანი (ერთწლიანი) ვიზები 2022 წლის 20 მაისიდან გაიცემა, ერთი წლის ვადით გაგრძელების შესაძლებლობით.

XS
SM
MD
LG