ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალმა კლიენტების მიღება განაახლა. დღეს, 10 ივნისს დილით ამ ფილიალზე თავდასხმა ახალგაზრდა კაცმა სცადა.
პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - ყაჩაღობა (179-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სანადირო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა (236-ე მუხლი) - დაიწყო.
დაკავებულს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შემთხვევა 12:00 საათისთვის მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, სპეციალური სიგნალი თავად ბანკის თანამშრომლებმა ჩართეს.
დაწერეთ კომენტარი