Accessibility links

site logo site logo

შოლცი: გერმანიის მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კოსოვოში

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, მისი მთავრობისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოთა ინტეგრაცია ევროკავშირში - იმ ფონზე, როცა ბლოკის წევრთა ნაწილის პოზიციები გაფართოების მიმართ ინტერესის კლებაზე მიანიშნებს.

10 ივნისს პრიშტინაში, კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან, ალბინ კურტისთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, შოლცმა თქვა, რომ გერმანია მიმდინარე წელს ბერლინში უმასპინძლებს შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ ევროკავშირის წევრობის ექვსი კანდიდატი ქვეყნის მიერ ნაჩვენებ პროგრესს.

თებერვლის ბოლოს მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრამ კიდევ უფრო ინტენსიური გახადა მოწოდებები მონტენეგროს, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და კოსოვოს ბლოკში სრულად გაწევრიანებისკენ ან რაიმე ალტერნატივის გამონახვისკენ.

ოქტომბერში სლოვენიაში გამართულ სამიტზე, 27-წევრიანი ბლოკის ლიდერებს დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოსთვის არ შეუთავაზებიათ გაწევრიანების კონკრეტული ვადები და მხოლოდ გაიმეორეს, რომ ბლოკი "გაფართოების პროცესის ერთგული რჩება". ამ განცხადებამ იმედგაცრუება გამოიწვია ალბანეთში, ბოსნიაში, სერბეთში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში და კოსოვოში.

პრიშტინის შემდეგ შოლცი ესტუმრება ბელგრადს.

23 ივნისს დანიშნულია ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერთა სამიტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG