გუშინ, 10 ივნისის ღამეს, საქართველოში სათამაშოდ ჩამოსული ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა ნაკრების წევრი ტოდორ ნედელევი.
"ბულგარეთის ნაკრებმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა განიცადა. გუნდის სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ჩვენი ორი ავტობუსიდან პირველის მძღოლმა დაკარგა ავტომობილის კონტროლი, რის შედეგადაც მძიმე ავარია მოხდა. შეჯახების შემდეგ ტოდორ ნედელევი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ამჟამად ფართო გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა სხვა წევრი და ბულგარეთის ნაკრების შემადგენლობა კარგად არის", - ვკითხულობთ ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევის, (სისხლის სამართლის კოდექსის) 276-ე მუხლით დაიწყო.
საქართველოსა და ბულგარეთს შორის საფეხბურთო მატჩი ხვალ, 12 ივნისს არის ჩანიშნული.
დაწერეთ კომენტარი