Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 17 ივნისს თბილისს ეწვევა


კარენ დონფრიდი. 2022 წელი
კარენ დონფრიდი. 2022 წელი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 17 ივნისს თბილისს ეწვევა.

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის დროს კარენ დონფრიდი სიტყვით გამოვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ "თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე".

დონფრიდი ასევე შეხვდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თბილისში. მისი შეხვედრების თემა იქნება კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის წინსვლაში.

იგი ასევე გაემგზავრება აზერბაიჯანსა და სომხეთში. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტის მიზანია, კარენ დონფრიდმა ხაზი გაუსვას აშშ-ის ერთგულებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG