12 ივნისს, რუსეთის დღეს, პირველი თხუთმეტი სწრაფი კვების რესტორანი "გემრიელია და წერტილი" გაიხსნა მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში. მათ უნდა შეცვალონ "მაკდონალდსის" ქსელი, რომელმაც რუსეთის ტერიტორია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა. ბრენდის მფლობელები, ყოფილი მაკდონალდსის ადგილზე რუსეთის მასშტაბით, უახლოეს მომავალში 80-მდე ახალი რესტორნის გახსნას გეგმავენ.
ახალი სახელი საიდუმლო იყო ბოლო მომენტამდე და იგი მხოლოდ პირველი რესტორნების გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი.
უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთში "მაკდონალდსის" 850 რესტორანი ფუნქციონირებდა. მარტში კორპორაციამ განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში ოპერაციებს წყვეტს, მაგრამ ზოგიერთი რესტორანი ე.წ. ფრენჩაიზის ქვეშ მუშაობას მაინც განაგრძობდა. 16 მაისს "მაკდონალდსმა" ქვეყნიდან საბოლოო წასვლის შესახებ განაცხადა და სამი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მან რუსეთში ბიზნესი მიჰყიდა "იუჟკუზბასუგოლის", ქვანახშირის კომპანიის ყოფილ თანამფლობელს ნოვოკუზნეცკიდან, ალექსანდრე გოვორს, რომელიც ადრე ციმბირის რეგიონში ქსელში შემავალ 25 რესტორანს მართავდა.
გოვორმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ახალი სახელის ქვეშ, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, "მაკდონალდსის" ნაცვლად, საკუთარ რესტორანს 850-ივე ობიექტში გახსნას.
რუსეთში პირველი მაკდონალდსი მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, 1990 წლის 31 იანვარს გაიხსნა. პირველ დღეს ის 30 000-ზე მეტ ვიზიტორს მოემსახურა და კორპორაციის ისტორიაში პირველი სამუშაო დღის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სსრკ-ში მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ქსელის შესვლა "პერესტროიკის" ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. სწორედ იმავე შენობაში დაიდო ბინა 12 ივნისს რუსული სარესტორნო ქსლის პირველმა რესტორანმა, რომლის გახნას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ესწრებოდა.
დაწერეთ კომენტარი