Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარის მიერ უკრაინის ქალაქ სოლედარის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა


აუფეთქებელი რუსული რაკეტა დონეცკის რეგიონში, ქალაქ სოლედართან მდებარე ველზე. 2022 წლის 6 ივნისი
აუფეთქებელი რუსული რაკეტა დონეცკის რეგიონში, ქალაქ სოლედართან მდებარე ველზე. 2022 წლის 6 ივნისი

რუსეთის ჯარის მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქ სოლედარის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ 12 ივნისს დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ ტელეგრამში დაწერა.

"12 ივნისს რუსებმა სოლედარში ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს, კიდევ სამი დაჭრეს. ჯერჯერობით შეუძლებელია მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა", - წერს კირილენკო.

მისივე თქმით, დონეცკის რეგიონში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 494 ადამიანი დაიღუპა.

10 ივნისის მდგომარეობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში გაერომ 4,302 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა. ამავე დროს, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

მოსკოვი, არაერთი ჩვენებისა და მტკიცებულების მიუხედავად, აცხადებს, რომ მისი ჯარი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს არ უშენს და მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე მიაქვს იერიშები.

XS
SM
MD
LG