Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია 10 მილიარდამდე ევროს მოახმარს "გაზპრომის" გერმანული "შვილობილის" გადარჩენას


 Gazprom Germania-ს შტაბ-ბინა ბერლინში, 2022 წლის აპრილი
Gazprom Germania-ს შტაბ-ბინა ბერლინში, 2022 წლის აპრილი

გერმანია ამზადებს საინვესტიციო პაკეტს "გაზპრომის" ყოფილი შვილობილი გერმანული კომპანიის მხარდასაჭერად - იუწყება სააგენტო Bloomberg-ი. სააგენტო იმოწმებს წყაროებს ფინანსური წრეებიდან, რომლებიც ამბობენ, რომ კრედიტის მოცულობამ შესაძლოა ხუთიდან ათ მილიარდამდე ევრო შეადგინოს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რუსეთის "გაზპრომმა" დატოვა ევროპული ბაზარი - თუმცა ბუნებრივი აირის ოპერატორმა კომპანიამ, GAZPROM Germania-მ, შესაძლოა შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირის ქვეყნების გაზის ბაზარზე.

Bloomberg-ის წყაროთა თანახმად, კრედიტი შესაძლოა გამოყოს გერმანიის სახელმწიფო ბანკმა, KfW-მა და ხელშეკრულება შეიძლება უკვე მიმდინარე კვირაში გაფორმდეს.

GAZPROM Germania GmbH-ი 1990 წელს დაარსდა და შექმნის მომენტიდანვე 100 პროცენტით ეკუთვნოდა რუსეთის "გაზპრომს". მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა კი მას ეკონომიკური სანქციები დააკისრა, "გაზპრომმა" შვილობილ კომპანიაზე უარი თქვა.

2022 წლის გაზაფხულზე კომპანია დროებით სამართავად გადაეცა გერმანიის ენერგეტიკის სფეროს სახელმწიფო უწყებას, Bundesnetzagentur-ს. მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ბიზნესებს აუკრძალა ნებისმიერი შეთანხმებების გაფორმება "გაზპრომის" შვილობილ კომპანიებთან, GAZPROM Germania GmbH-ის ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG