Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა წვიმამ საგურამოში ქუჩები ისევ დატბორა


ფოტო არქივიდან: 7 ივნისი. საგურამო
ფოტო არქივიდან: 7 ივნისი. საგურამო

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საგურამოში ძლიერი წვიმის შედეგად წყალი გზის სავალ ნაწილზე მიედინება. მათი ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

„ფეისბუკში“ მოქალაქეები საგურამოსთან ახლოს მდებარე სოფელ ბიწმენდიდან ადიდებული მდინარე ახატნისხევის ვიდეოებს ავრცელებენ. როგორც მცხეთის მერიაში გვითხრეს, ამ დროისთვის ბიწმენდში სიმშვიდეა.

ძლიერი წვიმის შედეგად საგურამოში ქუჩები 7 ივნისსაც დაიტბორა.

XS
SM
MD
LG