Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6-12 ივნისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

6-დან 12 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 100 232 ტესტირება, მათ შორის 92 556 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7676 PCR ტესტით.

7 დღის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია 0,51%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 658 755 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 838 ​ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG