Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ძალებთან სასაზღვრო შეხლა-შემოხლას ემსხვერპლა ტაჯიკი მესაზღვრე


ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 970-კილომეტრიანი საზღვრის ნახევარი კვლავ დემარკაციას საჭიროებს

ტაჯიკი მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული ყირგიზეთის ძალებთან მომხდარი შეხლა-შემოხლისას 14 ივნისს, ორ ქვეყანას შორის არსებულ, არასრულად დემარკირებულ სასაზღვრო ხაზთან, იუწყება რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური.

ყირგიზეთის საზღვრის დაცვის უწყების განცხადებით, გასროლა მოხდა ტაჯიკეთის კეხის სასაზღვრო პუნქტიდან ყირგიზეთის სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით, ბიტკენის რეგიონში, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე. სამხედრო დანაყოფებმა გასროლას "ცეცხლის გახსნით უპასუხეს ტაჯიკეთის პუნქტის მიმართულებით", - ვკითხულობთ ყირგიზეთის განცხადებაში, რომელშიც ყირგიზეთის მხარეს მსხვერპლის თაობაზე არაფერია ნათქვამი.

ტაჯიკეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინციდენტი, მაგრამ რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ორმხრივ ცეცხლს ემსხვერპლა 26 წლის მესაზღვრე.

მხარეები ამბობენ, რომ საზღვრის დაცვის ძალები და ადგილობრივი მმართველები ინციდენტის შესახებ მოლაპარაკებას მართავენ.

კეხი ახლოსაა ტაჯიკეთის სასაზღვრო ქალაქ ისფარასთან, სადაც 3 ივნისს, მსგავსი ინციდენტის გამო, ორივე მხარეს რამდენიმე სამხედრო დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG