ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთს მიუსაჯა კომპენსაციის გადახდა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც „უცხოეთის აგენტების“ სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა 73 მოსარჩელის სარჩელების საფუძველზე. მოსარჩელეები გაერთიანდნენ საქმეში „ეკოდაცვა და სხვა საქმეები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. ამის შესახებ იტყობინება არაკომერციული ორგანიზაცია „მასმედიის უფლებების დაცვის ცენტრი“, რომელმაც ასევე მიმართა სასამართლოს „უცხოეთის აგენტებად“ ცნობის გამო.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. ევროსასამართლომ „მასმედიის უფლებების დაცვის ცენტრს“ კომპენსაციის სახით 17290 ევრო მიაკუთვნა.
7 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა ევროსასამართლოს მიერ 15 მარტის შემდეგ მიღებული დადგენილებების გადაწყვეტილებათა არშესრულების. ეს გადაწყვეტილება დუმამ მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ რუსეთი გაირიცხა ევროპის საბჭოდან. 11 ივნისს ახალ კანონს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს „უცხოეთის აგენტებად“ ცნოს ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან იღებს ფულს და, ხელისუფლების აზრით, პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. ასეთი საქმიანობის კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული, რაც ხელისუფლებას კერძოდ მასმედიის დევნის საშუალებას აძლევს.
კანონი რამდენჯერმე გამკაცრდა, მისი მოქმედება გავრცელდა არა მხოლოდ ორგანიზაციებზე, არამედ კერძო პირებზეც.
დაწერეთ კომენტარი