Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სევეროდონეცკი არ არის იზოლირებული


რუსეთის ძალები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინის საკვანძო მნიშვნელობის ქალაქ სევეროდონეცკს, მაგრამ მასში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები, თქვეს 14 ივნისს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამასობაში მოსკოვმა განაცხადა, რომ მზადაა უსაფრთხოების დერეფანი უზრუნველყოს ქალაქში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამის შესახებ თქვა რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა.

უკანასკნელ დღეებში რუსეთის ჯარები აძლიერებენ სევეროდონეცკის კონტროლს. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, 13 ივნისს რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს ქალაქთან დამაკავშირებელი მესამე ხიდი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა 13 ივნისს განაცხადა, რომ ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, მაგრამ რუსული ნაწილები უკვე აკონტროლებენ ქალაქის ცენტრს საარტილერიო ძალის უპირატესობის წყალობით, რაც მოიცავს მრავალი სარაკეტო სისტემის გამოყენებას. მოტუზიანიკის თქმით, რუსეთის ძალებს "დიდი დანაკარგი აქვთ ქვეით ქვედანაყოფებში", თუმცა საარტილერიო და შემტევი შეიარაღებით ისინი წინსვლას განაგრძობენ.

ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ოლექსანდრ სტრიუკმა 14 ივნისს უკრაინის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მესამე ხიდის განადგურების მიუხედავად, „ქალაქი არ არის იზოლირებული“.

XS
SM
MD
LG