Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სანქციების გამო სერბეთი 1 ნოემბრიდან ვერ შეძლებს რუსული ნავთობის იმპორტს

ნავთობის გადამამუშავებელი კომბინატი სერბიის ქალაქ პანცევოში.
ნავთობის გადამამუშავებელი კომბინატი სერბიის ქალაქ პანცევოში.

ევროკავშირის სანქციების გამო სერბეთი 1 ნოემბრიდან ვერ შეძლებს რუსული ნავთობის იმპორტს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა 14 ივნისს.

ვუჩიჩის თქმით, სერბეთი ზამთარში ენერგომატარებლების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ევროპულმა საბჭომ 3 ივნისს ოფიციალურად დაამტკიცა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი. სანქციები ითვალისწინებს ემბარგოს რუსეთის ნავთობზე.

სერბეთმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის შეჭრა, მაგრამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე. ამის მიზეზად მან დაასახელაორ სახელმწიფოს შორის არსებული ტრადიციული კავშირები“.

სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. 10 ივნისს ბელგრადში ვიზიტის მსვლელობისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში სერბეთის მიღებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანა მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და შეთანხმებას მიაღწიოს კოსოვოს თაობაზე.

29 მაისს შედგა ვუჩიჩის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი მომავალშიც უწყვეტად მიაწვდის სერბეთს ბუნებრივ აირს.

XS
SM
MD
LG