Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: პრეზიდენტსაც შეუძლია ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილის შესრულება

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტსაც შეუძლია ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილის შესრულება. იგი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის მოსმენის შემდეგ აცხადებს, რომ პრეზიდენტთან კითხვები აქვს.

"ბევრ რამეში ვეთანხმები პრეზიდენტს. მან სამართლიანად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმ განუხორციელებელი და შეუსრულებელი ვალდებულების გამო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირის წინაშე. თუმცა, მეორე მხრივ, მეც მაქვს შეკითხვები.

თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რისი მიღებაც, მისი აზრით, იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა და ან ვეტო დაედო. როგორც იცით, მას შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენება და ნიკა გვარამიას შეწყალება - მივმართე კიდეც. მან არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა.

მე მაქვს მასთანაც კითხვები - მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ რისი მანდატიც აქვს, თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა", - თქვა სახალხო დამცველმა.

გუშინ, 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და თქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში "საქმე გააფუჭა".

XS
SM
MD
LG