რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელიც ახლა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს, "ტელეგრამის" არხში წერს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინა მომდევნო 2 წლის განმავლობაში მსოფლიო რუკიდან არ გაქრება.
მედვედევის თქმით, უკრაინას, სავარაუდოდ, სურს მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი შეერთებული შტატებისგან ლენდ-ლიზის წესით, მიწოდებული ენერგიის 2 წლის შემდგომი გადახდით. "არსებობს უბრალო კითხვა. და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე?"- წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელებში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში.
მედვედევმა "ტელეგრამის" არხით მანამდეც ბევრი მკაცრი განცხადება გააკეთა, მათ შორის მიანიშნა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის პრობლემებზე და ზოგიერთ ოპონენტს უწოდა "ნაძირალები და მახინჯები", რომელთაც "რუსეთის სიკვდილი სურთ". მაგრამ უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობის შესახებ პირდაპირი მინიშნება მედვედევმა პირველად გააკეთა.
დმიტრი მედვედევი ორი წლის შემდეგ უკრაინის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს
ყველაზე პოპულარული
1