Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქს ვერ შეხვდა


ფოტო არქივიდან: სალომე ზურაბიშვილი და ილია მეორე
ფოტო არქივიდან: სალომე ზურაბიშვილი და ილია მეორე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ვერ შეხვდა, რასაც ორივე მხარე ადასტურებს.

შეხვედრის ვერგამართვის შესახებ ცნობილი "იმედინიუსის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით გახდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ "პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება".

"თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ. უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძე.

ამ საკითხს "ფეისბუკზე" გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მან ახსნა, რა იყო შეხვედრის მიზანი და გააკრიტიკა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

"პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!

ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!" - წერია პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG