Accessibility links

site logo site logo

უკრაინა ამოწმებს ბელარუსის ტერიტორიიდან ახალი თავდასხმის შესაძლებლობას


უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის ტერიტორიიდან ახალი თავდასხმის შესაძლო საფრთხის გამო, შესაბამის სტრუქტურებს დაავალა მზადყოფნის შემოწმება ბელარუსთან მოსაზღვრე 4 ოლქში. ამის შესახებ 16 ივნისს, ღამით განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა. მას კონკრეტული ოლქები არ დაუსახელებია. ბელარუსს ესაზღვრება უკრაინის 5 ოლქი - ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირის, როვენსკის და ვოლინსკის.

დანილოვის ინფორმაციით, პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე შეაფასეს ბელარუსის არმიის დღევანდელი მდგომარეობა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების სავარაუდო რაოდენობა და შესაძლო გეგმები.

ბელარუსში 14 ივნისიდან მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო წვრთნები. 10 ივნისს, გამოცემა „ზერკალო“ წერდა, რომ ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ არ გამორიცხა, რომ ბელარუსს მოუწევს ბრძოლა დასავლეთ უკრაინისთვის, რათა ის „დასავლეთმა არ წაჭრას“.

უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის პირველ ეტაპზე, რუსეთის არმია საბრძოლო მოქმედებებისთვის აქტიურად იყენებდა ბელარუსის ტერიტორიასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG