Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარები ბომბავენ ლისიჩანსკს, გრძელდება სევეროდონეცკისთვის ბრძოლა


სევეროდონეცკი
სევეროდონეცკი

უკრაინის ხელისულფების წარმომადგენელთა თქმით, უკრაინის დამცველებს ჯერ კიდევ უკავიათ პოზიციები სევეროდონეცკში. ლუგანსკის ოლქში მდებარე ამ ქალაქისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ბრძოლა. ამასობაში რუსეთის ჯარებმა დაიწყეს მდინარე დონეცზე, სევეროდონეცკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ლისიჩანსკის მძიმე დაბომბვა.

18 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ განუწყვეტლივ ხორციელდება „არტილერიისა და ყუმბარმტყორცნების ცეცხლი ჩვენი ჯარებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“.

ლუგანსკის სამხედრო გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს 17 ივნისს უთხრა, რომ იერიშების შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით მან სოცქსელებში დაწერა, რომ ამჟამად გაუვალია საკვანძო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 18 ივნისს თავის ყოველდღიურ ბიულეტენში იტყობინება, რომ უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა განაახლეს იერიში ქალაქ იზიუმის სამხრეთით, სევეროდონეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით 115 კილომეტრზე, რაც მიზნად ისახავს ქალაქის ალყაში მოქცევას ჩრდილოეთიდან.

XS
SM
MD
LG