Accessibility links

site logo site logo

სტოლტენბერგი: სამიტზე ვიტყვით, რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორი აღარ არის, არამედ ის არის საფრთხე


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ცნობით, ალიანსის ივნისის ბოლოს დაგეგმილ სამიტზე გაკეთდება განცხადება, რომ რუსეთი აღარ განიხილება როგორც ორგანიზაციის პარტნიორი.

„მსოფლიო უფრო საშიში გახდა. ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორი აღარ არის, არამედ ის არის საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამავე ინტერვიუში სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს:

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ფაქტისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, ჩვენ არ უნდა შევამციროთ უკრაინის მხარდაჭერა, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერის კუთხით, არამედ ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდის გამო“.

ნატოს სამიტი მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს დაამტკიცებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG