Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანზონაში, ბინაში აღმოჩენილი გახრწნილი ხორცის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


საცხოვრებელი კორპუსი სანზონაში
საცხოვრებელი კორპუსი სანზონაში

სამართალდამცავებმა სანზონაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბინა 18 ივნისს დაილუქა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ბინიდან ამოღებული ხორცი კი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

კორპუსის მცხოვრებლებმა სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ისინი უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, მეზობლები ამბობენ, რომ ბინაში, საიდანაც სამართალდამცავებმა გახრწნილი ხორცი ამოიღეს, შუა ხნის ქალი ცხოვრობს. მეზობლების თქმით, ქალმა ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კარი არ გაუღო, რის შემდეგაც პოლიციამ საგანგებო სიტუაციების სამსახურის დახმარებით შეძლო ბინაში შესვლა.

„ქალი პარკებში ინახავდა ხორცს, რომელსაც მატლები ესეოდა. კონტეინერები იყო სავსე სხვადასხვა სითხითა და ფეკალიებით. საშინელი ანტისანიტარია. ხორცი ექსპერტიზაზე წაიღეს. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გაირკვევა, რა წარმოშობისაა ხორცი. ქალი ექიმი-თერაპევტია. მუშაობს. მისთვის აქამდე უცნაური არაფერი შეგვიმჩნევია. ჩვენი ინფორმაციით, ის ახლა ძმასთან იმყოფება“, - ჰყვება ერთ-ერთი მეზობელი.

მეზობლები ამბობენ, რომ უსიამოვნო სუნი მათ უკვე თვეებია აწუხებთ. 18 ივნისს კი, მას შემდეგ, რაც ბინიდან გამოსული სუნი გაუსაძლისი გახდა, მათ სამართალდამცავები გამოიძახეს.

XS
SM
MD
LG