საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიციამ „ერთად“ უმრავლესობა დაკარგა ეროვნული ასამბლეის არჩევნებში, რომელიც კვირას გაიმართა. ამას მეტყველებს ხმების დათვლის წინასწარი შედეგები, რომელსაც გაზეთი Le Figaro აქვეყნებს.
ემანუელ მაკრონის მომხრეებს ექნებათ მინიმუმ 205 და მაქსიმუმ 235 მანდატი, უმრავლესობისთვის კი 289 ადგილია საჭირო. მეორე ადგილზეა მემარცხენე პარტიების კოალიცია ჟან-ლიუკ მელანშონის ლიდერობით - 70-190 მანდატი.
მესამე ადგილზეა მარინ ლე პენის ნაციონალური გაერთიანება. ის 75-დან 95-მდე ადგილს მოიპოვებს. ეს ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე მათ არჩევნებამდე ჰქონდათ. ეს ისტორიაში საუკეთესო შედეგია მემარჯვენე-რადიკალური პარტიისთვის, რომლის სარეკორდო მაჩვენებელი 35 მანდატი იყო 1986 წელს.