Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში არ გამორიცხეს კორონავირუსის ეპიდემიის მეშვიდე ტალღის დაწყება

ფოტო არქივიდან: მგზავრები თელ-ავივის აეროპორტში. 2021 წლის ივლისი
ფოტო არქივიდან: მგზავრები თელ-ავივის აეროპორტში. 2021 წლის ივლისი

ისრაელში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მეშვიდე ტალღა იწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ნახმან აშმა ადგილობრივ მედიას მას შემდეგ განუცხადა, რაც გასული კვირის ბოლოს, აპრილის შუა რიცხვებიდან პირველად, ერთ დღეში აღირიცხა ინფიცირების 7000-ზე მეტი შემთხვევა.

აშის ინფორმაციით, გაზრდილია გართულებების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. ამჟამად ისრაელში დიდწილად გავრცელებულია კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონ BA.5”. წინა თვეებთან შედარებით ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, ისრაელის მთავრობა შეზღუდვების აღდგენას, მათ შორის, დამცავი ნიღბების სავალდებულო გამოყენების წესის დაბრუნებას, ჯერჯერობით არ აპირებს.

ბოლო ხანს, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა ისევ მოიმატა მსოფლიოს არაერთ სხვა ქვეყანაშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია ამერიკის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG