Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინულმა მხარემ დაადასტურა კონტროლის დაკარგვა სევეროდონეცკთან მდებარე დასახლებულ პუნქტზე


საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებული სახლები სევეროდონეცკის მახლობლად. 2022 წლის 18 ივნისი
საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებული სახლები სევეროდონეცკის მახლობლად. 2022 წლის 18 ივნისი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე დასახლებულ პუნქტ მეტელკინოზე. ამის შესახებ დღეს, 20 ივნისს ტელეგრამ-არხით იუწყება ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. ერთი დღით ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ დასახლებულ პუნქტს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

ჰაიდაის ცნობით, რუსეთის ძალებმა სევეროდონეცკის სამრეწველო ზონასა და ქალაქის შემოგარენზე გააძლიერეს საარტილერიო და საავიაციო შეტევა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკის გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გრძელდება საბრძოლო მოქმედებები სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დასამყარებლად.

ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს უკრაინის ამ ქალაქზე კონტროლის დამყარება სჭირდება, რათა გამოაცხადოს, რომ ლუგანსკის ოლქი მთლიანად „გაათავისუფლა“.

XS
SM
MD
LG